"რუსთავი 2" - ის მფლობელის ცვლილება, არჩევნების დემოკრატიულობაზე სერიოზული დარტყმა იქნება"

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი "რუსთავი 2"- ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყევტილებას ეხმაურება.

აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტის დროს სტრასბურგშიც და ბრიუსელშიც, ყველა შეხვედრაზე "რუსთავი 2" - ის საკითხი ძალიან მძაფრად იყო დასმული.

"ცხადია, ამ გადაწყვეტილების შემდგომ ეს თემა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. ამავდროულად, წინასაარჩევნო პერიოდში "რუსთავი 2" - ის მფლობელის ცვლილება იქნება სერიოზული დარტყმა არჩევნების დემოკრატიულობაზე,“ - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია.