ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში წმინდა კრებაში მონაწილეობას არ აპირებს. გადაწყვეტილება დღეს საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომაზე მიიღეს.

ერთ-ერთ მიზეზად ის ფუნდამენტური საკითხები სახელდება, რომელსაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ ითვალისწინებს.

საპატრიარქო ამასთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებას მოგვიანებით აპირებს. წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელმძღვანელობს. მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს.