ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, ბავშვებს წამების ამსახველი კადრები აჩვენეს.
კალაძე აცხადებს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, საგამოძიებო სამსახურები უნდა დაინტერესდნენ.
"სრული კატასტროფაა, როგორ შეიძლება ბავშვებს აყურებინო ის, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში. აყურებინო, თუ როგორ ეპყრობოდნენ ციხეებში ადამიანებს, როგორ უსწორდებოდნენ ყავარჯნიანი კაცებით მამაკაცებს. ეს კატასტროფაა და შესაბამისად, ვფიქრობ, უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები, რომ მოხდეს გარკვევა, თუ ვის მიერ იქნა ნაჩვენები", - განაცხადა კალაძემ.