დევნილთა და განსახლების სამინისტრო გიგა ოთხოზორიას ოჯახს სახლს შეუძენს

დევნილთა და განსახლების სამინისტრო გიგა ოთხოზორიას ოჯახს სახლს შეუძენს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია  გიგა ოთხოზორიას ოჯახს ესტუმრნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააცნეს.                   

მთავრობის გადაწყვეტილებით,  დევნილთა და განსახლების სამინისტრო ოთხოზორიების 8-სულიან ოჯახს,  „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სახლს შეუძენს.

აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.