დღეს, 10 ივნისს 19:30 საათზე, წყნეთში, (მაია წყნეთელის ქ. 8-შესახვევი ცენტრალური ქუჩიდან (რუსთაველის ქუჩა) წმ. ნინოს ეკლესიასთან) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციის „ჩემი ბედნიერი ოჯახის" გადაღებებს დაესწრებიან. გადასაღებ მოედანზე მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ რეჟისორებსა თუ მსახიობებს გაესაუბრონ და გაიგონ პროექტის შესახებ დეტალები. ქართული მხატვრული ფილმის რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გრასი არიან. ფილმი თბილისში მცხოვრები ქართული ოჯახის ისტორიას ასახავს, მთავარ როლებს ქართველი მსახიობები მერაბ ნინიძე და ია შუღლიაშვილი ასრულებენ.