უკრაინის ქალაქ ლუცკში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. უკრაინის პოლიციის მთავარი სამმართველოს ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე დეპუტატ იგორ ლაპინზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.
„ლუცკის გარეუბანში პოლიციელებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უკრაინის სახალხო დეპუტატ იგორ ლაპინზე ყაჩაღურ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამჟამად დაკავებულები ქალაქ ლუცკის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.
9 ივნისს უკრაინელმა დეპუტატმა იგორ ლაპინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა, ბოროტმოქმედებმა დეპუტატის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.