აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატს ჰილარი კლინტონს ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა.
„არა მგონია, რომ არსებობდეს ვინმე, ვინც ამ თანამდებობისთვის უფრო კვალიფიციურია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.
ბარაქ ობამამ კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.
აშშ-ის პრეზიდენტისა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის ერთობლივი გამოსვლა მომავალ კვირას არის დაგეგმილი.
აშშ-ის “დემოკრატიული პარტია” პრეზიდენტობის კანდიდატს ივლისში, პარტიულ ყრილობაზე დაასახელებს.