იოჰანეს ჰანი - საქართველო იმსახურებს, რომ ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს

იოჰანეს ჰანი - საქართველო იმსახურებს, რომ ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს

საქართველო იმსახურებს, რომ ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს. 
ამის შესახებ ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი წერს.
„საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა და იმსახურებს საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას, რათა საქართველოს მოქალაქეების კანონიერი მოლოდინი შესრულდეს“, - წერს ევროკომისარი.