კანდელაკზე სამი ავტომანქანის შეჯახებას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, დაშავებულია მცირეწლოვანიც

კანდელაკზე სამი ავტომანქანის შეჯახებას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, დაშავებულია მცირეწლოვანიც

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის დაზიანებებით თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.