საქართველო–ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის კომპანიებიდან, 80 მილიონი დოლარის პროექტები ხორციელდება, წლის ბოლომდე კი 20-25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განორციელდება.
მისი თქმით, მომავალ წელს, შესაძლოა, ინვესტიციების მოცულობამ 35 მილიონი შეადგინოს.
"ივლისის თვეში, ისრაელის კომპანია გახსნის სამრეცხაოს, სადაც განხორციელდება 2 700 000 დოლარის ინვესტიცია. ასევე გაიხსნება Boutique Hotel, სადაც განხორციელდება 4,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ამასთან, მომავალ წელს, გაიხსნება დიდი სასტუმროები - გერგეთის სასტუმრო, აბანოთუბანში "არტ ოტელი" და "რიქსოს თბილისი“, - განაცხადა იციკ მოშემ.