2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მიპყრობის ფაქტებზე მომზადებული ანგარიში პროკურატურას გადაეცემა

2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მიპყრობის ფაქტებზე მომზადებული ანგარიში პროკურატურას გადაეცემა

სოზარ სუბარის სახალხო დამცველობის შემდეგ, ომბუდსმენის ანგარიშიდან სიტყვა “წამება“ საერთოდ გაქრა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე მომზადებული ანგარიშის და პარლამენტის დადგენილების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

”ვერ ვიტყვი, რომ ომბუდსმენის ანგარიში, რასაც პარლამენტში აგზავნიდა, მსუბუქი და რბილი იყო, როგორც გამოკითხულები მიუთითებდნენ, მაგრამ მასში საკმარისი რეაგირება არ იყო. ბოლო წლებში, ომბუდსმენი წამების ფაქტებზე არ წერდა, მაგრამ იყო ძალადობის ფაქტები“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ამასთან, ბესელიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს, მასალები პროკურატურას გადაეცემა.