ევროკავშირის ქვეყნები მოითხოვენ, საქართველოს უვიზო რეჟიმი უმოკლეს დროში დაუმტკიცდეს

ევროკავშირის ქვეყნები მოითხოვენ, საქართველოს უვიზო რეჟიმი უმოკლეს დროში დაუმტკიცდეს

ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ ორგანიზაციას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის უმოკლეს დროში მინიჭებისკენ მოუწოდა, ევროკავშირის "სანდოობის" დასამტკიცებლად.

9 ივნისს, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოსცეს მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მინისტრები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დაწესებაზე გადაწყვეტილებას ხვალ, ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომაზე, ან 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.

წერილი ევროკავშირის ხუთმა წევრმა ქვეყანამ მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, ევროკავშირის ელჩების სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივა დაბლოკეს.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმის მისაღებად შეასრულა ევროკავშირის ყველა პირობა და ახლა ევროკავშირმა უნდა მიიღოს საპასუხო ნაბიჯი.

"გადაწყვეტილების მიღების გადადება ეჭვქვეშ დააყენებს ჩვენს სანდოობას და შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე, ისევე როგორც ჩვენს სხვა პარტნიორ ქვეყნებზე“, - ნათქვამია წერილში.

უკრაინამ ასევე შეასრულა ევროკომისიის მიერ დაწესებული პირობები უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით და ევროკავშირის დიპლომატები ამ საკითხს  14 ივნისს განიხილავენ. თუმცა, გერმანიის მთავრობის ვარაუდით, შესაძლოა, უკრაინის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდოს.

"ზოგიერთი წევრი ქვეყნა შეანელებს საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს უკრაინის "დასაშვიდებლად“, - განაცხადა მან.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკამ "უკრაინა დახმარებით სრულად უნდა უზრუნველყოს მინსკის პროცესში".