პრეზიდენტმა დეპუტატებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა

პრეზიდენტმა დეპუტატებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პარლამენტარებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოეხსნათ.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პროქურთული პარტია, რომელიც თურქეთის პარლამენტში სიდიდით მესამე ფრაქციას ფლობს, "ბოევიკების" პოლიტიკურ მფარველობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ პარტიის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკსიროთ.

შესაბამისი კანონი თურქეთის პარლამენტმა მმართველი პარტიის ინიციატივით მიმდინარე წლის მაისში მიიღო. 550 პარლამენტარიდან, კანონს 376 დეპუტატი მიემხრო.