ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ, ბოტანიკურ ბაღთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მელიას თქმით, ბოტანიკურ ბაღში იგეგმება ასევე კაშხლის მშენელობა.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს და თბილისის მერ დავით ნარმანიას აღნიშნულზე ახსნა-განმარტებას სთხოვს.
მელიას თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში ივანიშვილის რეზიდენციას და ტელეკომპანია GDS-ს ელექტროენერგიის მომარაგების უფასო წყარო ექნებათ.