მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა

“საქართველოში საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა”, - ასეთი განცხადებით ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტების წინაშე მას შემდეგ წარდგა რაც გუშინ, მისი დროებითი კაბინეტი „ოდესა-რენის“ გზაზე, კარავში განთავსდა.
ოდესის გუბერნატორის თქმით, ის დროებით კარავში იქამდე იმუშავებს, სანამ „ოდესა-რენის“ ავტომაგისტრალის მშენებლობა არ დასრულდება. 
„ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს. აქ სრული არეულობაა სამართავ მექანიზმში. პატარა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი. ვინმე მეტყოდა, რომ გზისთვის 40 მილიონ ევროს ვერ ვიშოვიდით? საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის გუბერნატორმა გუშინ კარავში პირველი შეხვედრები და თათბირი გამართა. როგორც მოსალოდნელია, დღეს მისი სამუშაო დღე სწორედ კარავში დაიწყება.