გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ივლისის დასაწყისში ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ივლისის დასაწყისში ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ივლისის დასაწყისში ეწვევა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სტატუსით ეწვევა. 

”გერმანია არის ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც არის ამავდროულად თავმჯდომარე, უახლოეს პერიოდში, მომავალი თვის დასაწყისში გვეწვევა და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ეუთო არის ჩართული საქართველოში მწვავე კონფლიქტის მოგვარებაში, არის თანათავმჯდომარე ჟენევის მოლაპარაკებების და აქედან გამომდინარე გერმანიის, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის სიტყვა და ქმედებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.