ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს საფრანგეთი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიიღებს. ამის შესახებ საფრანგეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა პატრიკ კანერმა რადიოსადგურ RTL-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ”ევრო-216”-ის დროს უსაფრთხოების ზომებს 77 ათასი სამართალდამცველი და კერძო დაცვის სამსახურების 13 ათასი თანამშრომელი უზრუნველყოფენ.
პატრიკ კანერის თქმით, საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე არსებობს, თუმცა ”ევრო-216”-ის დროს რაიმე კონკრეტულ საშიშროებაზე საუბარი არ არის.
ევროპის საფეხუბრთო ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.