პარტია ”ქართულმა ოცნებამ” მაისში მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო

პარტია ”ქართულმა ოცნებამ” მაისში მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო

პოლიტიკურმა პარტიებმა მაისში შემოწირულების სახით ჯამში 1 957 899 ლარი მიიღეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება - 1 370 745 ლარი მმართველმა პარტია ”ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ” მიიღო.

შემოწირულების კუთხით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც გასულ თვეს 266 407 ლარი მიიღო, მესამეზე კი - 113 064 ლარით ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მოდის.

სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ”გირჩი” – 81 295 ლარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 54 049 ლარი, ”თავისუფალი დემოკრატები” – 28 000, ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” – 26 732 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენი სამშობლო” – 11 000 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს მშვიდობისთვის” – 2 360 ლარი, ”თავისუფალი საქართველო” – 2 065 ლარი, ”რესპუბლიკური პარტია” – 1 060 ლარი, ”მემარცხენე ალიანსი” – 1 000 ლარი და ”კონსერვატიული პარტია” – 120 ლარი.