დიმიტრი ქუმსიშვილი ”ყაზტრანსგაზის” საკითხთან დაკავშირებით ყაზახურ მხარესთან შეხვედრას გამართავს

დიმიტრი ქუმსიშვილი ”ყაზტრანსგაზის” საკითხთან დაკავშირებით ყაზახურ მხარესთან შეხვედრას გამართავს

9 და 10 ივნისს ყაზახეთში დაგეგმილი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ”ყაზტრანსგაზის” საკითხთან დაკავშირებით ყაზახურ მხარესთან შეხვედრას გამართავს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამოცანა არის მარტივი - თბილისის მოსახლეობამ ხარისხიანი მომსახურება მიიღოს.

„რაც შეეხება ”ყაზტრანსგაზს”, ჩვენი წინადადებები ყაზახურ მხარეს გავაცანით, როდესაც პირველი ვიცე-პრემიერი აქ იყო ჩამოსული“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, 9 და 10 ივნისს ყაზახეთში ეკონომიკური კომისია გაიმართება და ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრების გამართვა პირადად აქვს მოთხოვნილი.

„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით რა გვინდა ამ კომპანიისგან. გვინდა, რომ მეორე მხარესაც შევუთანხმდეთ. ამოცანა არის მარტივი, რომ თბილისის მოსახლეობამ მიიღოს ხარისხიანი მომსახურება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია ”ყაზტრანსგაზმა” შესაძლოა ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. კომპანია ”ყაზტრანსგაზი” აპროტესტებს 2009 წელს ”ყაზტრანსგაზ თბილისში” სპეციალური მმართველის დანიშვნას და მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა ”ყაზტრანსგაზის”, როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგანაც დანიშვნის შემდეგ კომპანია ”ყაზტრანსგაზ თბილისის” საქმიანობაში ყაზახური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.