თამაზ მეჭიაურის პარტიაში ჯემალ სეფიაშვილი, ლალი მოროშკინა და სანდრო ბრეგაძე იქნებიან

თამაზ მეჭიაურის პარტიაში ჯემალ სეფიაშვილი, ლალი მოროშკინა და სანდრო ბრეგაძე იქნებიან

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ახალ პარტიას კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძესთან ერთად ქმნის.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავად სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, მან შეთავაზება მიიღო და დათანხმდა.

მისივე ინფორმაციით, პარტიაში ასევე იქნებიან ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული გუნდის დაფუძნებელი დავით ფაცაცია და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.

ახალი პარტიის შექმნის თაობაზე განცხადებას 12:00 საათზე თავად თამაზ მეჭიაური გააკეთებს.