იმედი გვაქვს, ევროპელი კოლეგები სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ

იმედი გვაქვს, ევროპელი კოლეგები სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ცხადია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ყველა საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა.

ქუმსიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროგრესი დაფასდეს.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი. კრიმინალის დონე ჩვენს ქვეყანაში დაბალია. რაც შეეხება გერმანიაში არსებულ მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა შს მინისტრმა. ასევე, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები საფრანგეთში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურების მიღება გადადეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიუსელიდან, ევროკავშირის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროპაში არალეგალური მიგრაციის ზრდის ფონზე, სავიზო რეჟიმის გადადება ასევე ემუქრება თურქეთს, უკრაინას და კოსოვოს.