საქართველო არ არის დამნაშავე ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებაში

საქართველო არ არის დამნაშავე ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებაში

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ კრისტიან ურსეს განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის მიცემული ყველა დავალება შეასრულა.

დიპლომატის აზრით, საქართველომ წარმატებით გაართვა თავი დავალებების შესრულებას.

"იმედია, ეს მოქმედებები გაგრძელდება და ყველა ისარგებლებს იმ შედეგით, რაც ვიზალიბერალიზაციის მოტანას შეუძლია. საქართველო არ არის დამნაშავე, რომ პროცესი ჭიანურდება", - განაცხადა კრისტიან ურსემ.

ცნობისათვის, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურების მიღება გადადეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიუსელიდან, ევროკავშირის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროპაში არალეგალური მიგრაციის ზრდის ფონზე, სავიზო რეჟიმის გადადება ასევე ემუქრება თურქეთს, უკრაინას და კოსოვოს.