გერმანიის ბუნდესტაგის იმ თურქ დეპუტატებს, რომლებმაც სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ამის შესახებ გერმანული Die Zeit-ი წერს.
გამოცემის თანახმად, ერთ-ერთმა დეპუტატმა ოზკან მუტლუმ განაცხადა, რომ საფრთხე თურქული წარმოშობის 11-ვე დეპუტატს ემუქრება.
გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, რომ ანკარის მერმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში აღნიშნული დეპუტატების ფოტოსურათი გაავრცელა, რის შემდეგაც უამრავი ონლაინ-მოხმარებელი მათი დასჯის მოთხოვნით გამოვიდა.
2 ივნისს ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 1915-16 წლებში, ოსმალეთის იმპერიაში განვითარებული მოვლენები სომეხთა გენოციდადაა შეფასებული.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას თურქეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.