ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, „წითელი“ დონეა გამოცხადებული. ხელისუფლება ქალაქ აქტობეს მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამეორებითი თავდასხმების საშიშროების გამოა გამოცხადებული.

გუშინ ქალაქ აქტობეში 3 შეირაღებული თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც უცნობი პირები იარაღის ორ მაღაზიას და სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ.

სპეცოპერაციისას ძალოვნებმა 4 დამნაშავე მოკლეს, კიდევ 7 დაკავებულია.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმები რადიკალური რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრებმა განახორციელეს.