”მშვიდობის ფონდის“ ორგანიზებით დღეს პოლიტიკური დებატები გაიმართება

”მშვიდობის ფონდის“ ორგანიზებით დღეს პოლიტიკური დებატები გაიმართება

”მშვიდობის ფონდის“ ორგანიზებით დღეს, პოლიტიკური დებატები - ”ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხები საქართველოში“ გაიმართება. 
ორგანიზაციის ცნობით, პოლიტიკური დებატების მიზანს წარმოადგენს დღეისთვის საქართველოში ძირითად პოლიტიკურ პარტიათა ხედვების წარმოჩენა და გაზიარება საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საკითხებზე. 

”აღნიშნული ტიპის პოლიტიკური დებატები საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან პოლიტიკურ პარტიებს ეძლევათ საშუალება საზოგადოებას გააცნონ საკუთარი გეგმები და ხედვა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით, იმსჯელონ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემური საკითხების შესახებ, ასევე მოახდინონ მათი შეფასება, ანალიზი, გადაჭრის გზების ძიება”, - აცხადებენ ”მშვიდობის ფონდში“. 

დისკუსიაში მონაწილეობას ექვსი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი მიიღებს: - სოფო კილაძე - ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო; თინა ბოკუჩავა - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; თამარ კორძაია - ”რესპუბლიკური პარტია”; ირაკლი ქადაგიშვილი - ”თავისუფალი დემოკრატები”; - თავისუფალი დემოკრატების; გია ჯაფარიძე - ”ახალი პოლიტიკური ცენტრ - გირჩი”; აგიტ მირზოევი - მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის”. 
ღონისძიება 11:00 საათზე, ”ქორთიარდ მერიოტში” გაიმართება.