შვეიცარიელთა 78 პროცენტმა ”უშრომელ შემოსავალზე” უარი თქვა

შვეიცარიელთა 78 პროცენტმა ”უშრომელ შემოსავალზე” უარი თქვა

შვეიცარიაში რფერენდუმის წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, მოსახლეობის 78-მა პროცენტმა 2500 დოლარის ოდენობის ყოველთვიურ ”გარანტირებულ შემოსავალზე” უარი თქვა. 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს აინტერესებს, როგორიც ფინეთი და ჰოლანდიაა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც რეფერენდუმი ჩაატარა, შვეიცარია იყო. 

დამკვირვებლების განმარტებით, რეფერენდუმის კითხვა მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ იყო. დასმულ კითხვაში ყოველთვიური მუდმივი ანაზღაურების ოდენობა მითითებული არ იყო. მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფდა შვეიცარიელების უფლებას, ჰქონოდათ ღირსეული ცხოვრება.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, შვეიცარიის არც ერთი პოლიტიკური ძალა აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერდა, რადგან შიშობდა, რომ მოსახლეობა „პასუხისმგებლობისა და ინიციატივის შეგრძნებას“ დაკარგავდა.