პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური საკუთარი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” მეჭიაურის აპარატიდან აცნობეს, დეპუტატი პარტიის საინიციატივო ჯგუფს დღეს, 12:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის საკუთარ კაბინეტში წარადგენს. ამ დროისთვის, დეტალები, თუ ვინ იქნება პარტიის საინიციატივო ჯგუფში ან რა იქნება სახელწოდება, უცნობია.
თამაზ მეჭიაურმა საკუთარი პარტიის შექმნის გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო.