გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

გაგარინის ქუჩაზე, ”საქართველოს ბანკის” სათავო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი და ერთი მიკროავტობუსი დაეჯახა. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საავტომობილო მოძრაობა დროებით გზის სხვა მონაკვეთზე გადაერთო, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა გაგარინის ქუჩაზე სრულად აღდგენილია.