ყაზახეთის ქალაქ აკტობეში უცნობი პირები იარაღის ორ მაღაზიასა და სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 6 ადამიანია დაღუპული. რუსული მედია შსს-ს პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულთა შორის სამი თავდამსხმელია, ორი სამხედრო მოსამსახურეა, ერთი კი მაღაზიის გამყიდველი.
შსს-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი დაკავებულია, სამი - დაღუპული, დანარჩენებმა კი მიმალვა შეძლეს.
პრესსპიკერის თქმით, წინასწარი ვარაუდით, დამნაშავეები არატრადიციული რადიკალური რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. ამ დროისთვის ქალაქში დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.
ქალაქ აკტობეში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული.