თამაზ მეჭიაური საკუთარი პარტიის შექმნაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს

თამაზ მეჭიაური საკუთარი პარტიის შექმნაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს

პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური საკუთარი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მეჭიაურის აპარატიდან აცნობეს, დეპუტატი პარტიის საინიციატივო ჯგუფს ხვალ, 12:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის საკუთარ კაბინეტში წარადგენს. ამ დროისთვის, დეტალები, თუ ვინ იქნება პარტიის საინიციატივო ჯგუფში ან რა იქნება სახელწოდება, უცნობია.

თამაზ მეჭიაურმა საკუთარი პარტიის შექმნის გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო.