გიორგი ვაშაძე:   ერთადერთი, ვისთანაც ვერ ვითანამშრომლებთ, პრორუსული ძალებია

გიორგი ვაშაძე: ერთადერთი, ვისთანაც ვერ ვითანამშრომლებთ, პრორუსული ძალებია

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ ყველა პროგრესულ და პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ ჟურნალისტებს მისმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

ვაშაძის თქმით, ერთადერთი, ვისთანაც ის ვერ ითანამშრომლებს, პრორუსული ძალებია. „ამინდის მიუხედავად, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ეს არის სრულიად ახალი ტიპის მოძრაობა. ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის, ყველა პროდასავლური ძალისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის დაპირისპირებები, სადაც ქვეყნის შიგნით მტერი არ გვყავს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ასევე ფართო კონსულტაციების გზით აპირებს მოძრაობაში ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის ჩართვას და პროგრამის ჩამოყალიბებას.