უკრაინის კონფლიქტის ზონაში 1 000-ზე მეტი სამხედრო „არასაბრძოლო სიტუაციების“ შედეგად დაიღუპა

უკრაინის კონფლიქტის ზონაში 1 000-ზე მეტი სამხედრო „არასაბრძოლო სიტუაციების“ შედეგად დაიღუპა

უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში 1 000-ზე მეტი სამხედრო პირი „არასაბრძოლო სიტუაციების“ შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა განაცხადა.

„დაიღუპა 1 000-ზე მეტი, დაიჭრა 3 ათასი. საუბარია სხვადასხვა არასაბრძოლო სიტუაციებზე, ალკოჰოლიზმზე, წესდებით გაუთვალისწინებელ ურთიერთობებზე“, - განაცხადა მატიოსმა.

მისი თქმით, არასაბრძოლო დანაკარგი ომის, პოსტტრავმატული სინდრომისა და „საზოგადოებრივი შერიგების არარსებობის“ შედეგია.

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 9 404 ადამიანი დაიღუპა, 21 671 კი დაიჭრა.