თბილისში ძლიერი სეტყვა მოვიდა

თბილისში ძლიერი სეტყვა მოვიდა

თბილისში ძლიერი სეტყვა მოვიდა. სეტყვა 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მას ძლიერი წვიმაც მოჰყვა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, სეტყვა დაფიქსირდა თბილისის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, აღმაშენებლის გამზირზე, ვაკეში, ვერასა და საბურთალოზე, გარეუბნებში კი ძლიერი წვიმა იყო. მისივე თქმით, დედაქალაქში განმეორებით სეტყვა მოსალოდნელი არ არის.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდები, რომელსაც შესაძლებელია ახლდეს წვიმა და სეტყვა, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.