აზერბაიჯანმა ბუნდესტაგის გადაწყვეტილება დაგმო

აზერბაიჯანმა ბუნდესტაგის გადაწყვეტილება დაგმო

გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც სომხების გენოციდს შეეხება, არაობიექტურად მიგვაჩნია, - ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც euroline.ge წერს, უწყების განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ”ისტორიის ფალსიფიცირება და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია”.
”აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხების მიერ 1 მლნ აზერბაიჯანელის მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შესახებ განაცხადა და გერმანიის პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას ორმაგ სტანდარტებზე დაყრდნობით მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება უწოდა”, - წერს euroline.ge