გამოკითხული გერმანელების უმრავლესობამ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა.
გერმანული მედიაკომპანია ARD-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 74% მიიჩნევს, რომ ბუნდესტაგმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, საპირისპირო აზრი 18%-ს აქვს.
რესპონდენტთა 57% მოსაზრებას გამოთქვამს, რომ რეზოლუციის მიღება უარყოფითად აისახება გერმანია-თურქეთის ურთიერთობაზე, 91% კი თურქეთს სანდო ქვეყნად არ მიიჩნევს.
გუშინ ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915-16 წლებში ოსმალეთის იმპერიაში განვითარებულ მოვლენებს გენოციდად აფასებს.