სტამბოლში გერმანიის გენერალური საკონსულო გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი

სტამბოლში გერმანიის გენერალური საკონსულო გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი

სტამბოლში გერმანიის გენერალური საკონსულო გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი. დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, შენობასთან მიმავალი ქუჩა გადაკეტილია.

გერმანული მედიის ცნობით, აღნიშნული ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ საკონსულოსთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
დემონსტრანტები სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციას აპროტესტებდნენ, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგმა გუშინ მიიღო.