ამ ინტერვიუმ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ამ ინტერვიუმ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სალომე ასათიანის გადაცემაში ინტერview სტუმარი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ მისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა. მან აღნიშნა, რომ პირველივე წერილში განსაზღვრა, რა დროს მოვიდოდა და რა დროს წავიდა პოლიტიკიდან. მთავრობაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდი, რომელიც მან მოიყვანა, მის პრინციპებს იზიარებდა. "პრემიერი კვირიკაშვილი კიდევ უფრო პრინციპულია, მას გაცილებით მეტი კომპეტენცია გააჩნია და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ კვირიკაშვილი",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. "ჩემი ძალაუფლებაა ის, რომ ხალხი მენდობა",-აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ამ ინტერვიუმ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ფეისბუქ მომხმარბლების უმრავლესობა აღნიშნავს,რომ გადაცემის წამყვანი სალომე ასათიანი საკმაოდ მოუმზადებელია და არაპროფესიონალურად გამოიყურება. ამასთან, ისინი საყვედურობენ ყოფილ პრემიერს, რომ ის ამ ეთერში არ უნდა წასულიყო