"მთელი საზოგადოება ელოდა წერილის თემების გაშლას და საზმაუ ასე მოუმზადებელი აღმოჩნდა"

ჟურნალისტი გიორგი უძილაური აცხადებს, რომ ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთვის, ჟურნალისტი სალომე ასათიანი მოუმზადებელი აღმოჩნდა. "საზმაუზე ბიძინა ივანიშვილი არის სტუმრად სალომე ასათიანის გადაცემაში. როგორც ივანიშვილმა დააანონსა, მის წერილში გაჟღერებულ თემებზე ისაუბრებდა საზმაუზე, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ სალომე ასათიანს წერილი წაკითხულიც არ აქვს, რაღაც დაბნეულ კითხვებს სვამს. ტეხავს, მთელი საზოგადოება ელოდა წერილის თემების გაშლას და საზმაუ ასე მოუმზადებელი აღმოჩნდა", - წერს უძილაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "ინტერVIEV" გადის, სადაც სტუმრად ბიძინა ივანიშვილი ყავთ.