ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის არცერთ პრემიერ-მინისტრს მითითებებს არ აძლევდა.
ივანიშვილის თქმით, მას სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არავითარი ბერკეტი არ გააჩნია.
"ნურავის ნუ ექნება ეჭვი, რომ კვირიკაშვილს ვურეკავ და მითითებებს ვაძლევ. ის, რომ შეიძლება შემეკითხოს და დამირეკოს, ამაში დანაშაული არაა. მე არავითარი ბერკეტი არ მაქვს. გარწმუნებთ, გადაწყვეტილება მხოლოდ კვირიკაშვილი იღებს. უფრო ხშირად მიწევს შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ვცდილობ დავეხმარო ეკონომიკას. სხვა მინისტრებთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს",- განაცხადა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "ინტერView"-ის ეთერში.