ექს-პრემიერის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ვალდებულად გრძნობს თავს, რომ ხალხს ემსახუროს.
ექს-პრემიერის თქმით, მისი ძალაუფლება ის არის, რომ მას ხალხი ენდობა.
"ძალაუფლება ერთ კაცში არაა თავმოყრილი, ჩემი ძალაუფლება მხოლოდ ის არის, რომ ხალხი მენდობა. ხალხს აქვს ჩემზე დამოკიდებულება ისეთი, როგორიც აქვს და ჩემს სიტყვას აქვს ფასი. ჩემი ძალაუფლება გახლავთ მხოლოდ ხალხის ნდობა. სანამ ამას ვგრძნობ, ვალდებულება გამაჩნია, რომ ამ ხალხს მოვემსახურო",- განაცხადა საზოგადოებრივ არხზე ივანიშვილმა "ინტერVIEV"-ში სტუმრობისას.