თურქეთის პრემიერი - ბუნდესტაგის გადაწყვეტილება არასწორია, ჩვენი ერი ამაყობს თავისი წარსულით

თურქეთის პრემიერი - ბუნდესტაგის გადაწყვეტილება არასწორია, ჩვენი ერი ამაყობს თავისი წარსულით

თურქეთმა საკუთარი ელჩი გერმანიიდან კონსულტაციებისთვის გაიწვია. როგორც თურქული მედია იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.
„ელჩი კონსულტაციების გამართვის მიზნით გავიწვიეთ. ბუნებრივია, მას შემდეგ რაც რეზოლუციის ტექსტს გავეცნობით, შესაბამის ზომებს მივიღებთ. ჩვენი ერი არასდროს ემორჩილებოდა არავიც ბრძანებებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მან გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღება დაგმო.
„ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. თურქი ხალხის წარსული ყველასთვის ცნობილია. ჩვენი ერი ამაყობს თავისი წარსულით“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
დღეს ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 1915-16 წლებში განვითარებულ მოვლენებს სომეხთა გენოციდად აფასებს.