ყვარელში, ახალსოფლის მთებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
მათივე განმარტებით, მიმდინარეობს სამუშაობი ცხედრის გამოსაყვანად და პროზექტურაში გადასასვენებლად, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილი შესაძლოა კახეთში რამდენიმე თვის წინ დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
როგორც ცნობილია, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორის 4 მკვიდრი სანადიროდ 2015 წლის 28 დეკემბერს წავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა, დანარჩენები კი ამ დრომდე არ დაკარგულებად ითვლებიან.