ნიკა გვარამია - ადამიანები, როდესაც საპასუხო არაფერი აქვთ, შეურაცხყოფაზე გადადიან

ნიკა გვარამია - ადამიანები, როდესაც საპასუხო არაფერი აქვთ, შეურაცხყოფაზე გადადიან

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულ რეპლიკას ”შეურაცხმყოფელად” აფასებს.
როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი შეურაცხყოფაზე გადადის, რადგან ”საპასუხო არაფერი აქვს”.

”ადამიანები, როდესაც საპასუხო არაფერი აქვთ, შეურაცხყოფაზე გადადიან. პრემიერი დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ისედაც არ გამოირჩეოდა, მაშინ როდესაც იმაში ამხელენ, რაც ნამდვილად სიმართლეა, კერძოდ, უკაცრავად ჟარგონისთვის, მაგრამ ჯერ გრეჩიხას „შნირი“ იყო, ახლა ბიძინა ივანიშვილის „შნირია“ - ორივესგან ფულს იღებდა ახლაც და მაშინაც და ორივე შემთხვევაში დანაშაულს ჩადიოდა. მას საპასუხო არაფერი აქვს და შეურაცხყოფაზე გადადის... მაინტერესებს, რა ინტერესი აქვს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი. მეტს ვერაფერს გეტყვით, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას.

თემაზე კომენტირებისას მთავრობის მეთაური მხოლოდ აღნიშნული რეპლიკით შემოიფარგლა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.
”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ”ახალი მემარჯვენეების” ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.