თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია, - ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. ანკარამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც
ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც 1915-16 წლებში განვითარებული მოვლენები სომეხთა გენოციდადაა შეფასებული.
როგორც გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, დეპუტატებმა რეზოლუცია თურქეთის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად მიიღეს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა დღეს განაცხადა, რომ გერმანიის პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა ბერლინისა და ანკარას „მეგობრობის ტესტი“ იქნება. მან ასევე მოუწოდა გერმანელ დეპუტატებს, „არარაციონალურ“ გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვათ.