იან კელი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ, რომელიმე მედიაორგანიზაციის მენეჯმენტის ან მესაკუთრეების შეცვლა მიუღებელია

იან კელი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ, რომელიმე მედიაორგანიზაციის მენეჯმენტის ან მესაკუთრეების შეცვლა მიუღებელია

ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნოდ, რომელიმე მედიაორგანიზაციას მენეჯმენტის ან მესაკუთრეების შეცვლის საფრთხე დაემუქროს, ეს ყველასთვის მიუღებელი იქნებოდა , - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს ”რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ”რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი და კონკრეტულად ამაზე ვერ ისაუბრებს და საკითხი აშშ-ის პოლიტიკის ჭრილში განიხილა.

”ამერიკის შეერთებულ შტატებში ნებისმიერი ტელევიზიის, ან მედიაორგანიზაციის წინააღმდეგ რომ მიდიოდეს სასამართლო პროცესი და საშიშროება შეიქმნას იმის, რომ როგორც მენეჯმენტი, ასევე მესაკუთრეები შეიძლება შეიცვალოს, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა, როგორც მედიისთვის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის.       ამიტომ, მე მინდა ნათლად გამოვთქვა ჩემი აზრი - ეს მიუღებელია და ამის მიმართ ტოლერანტობა გამოხატული არ იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისევ ვიმეორებ, საარჩევნო პერიოდში და არ უნდა იყოს ამის მიმართ ტოლერანტობა საქართველოში”, -განაცხადა იან კელიმ.