„აშშ-ს საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს რუსთავი 2-ის პროცესებს“

„აშშ-ს საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს რუსთავი 2-ის პროცესებს“

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ყოფილი კონგრესმენი რობერტ ვექსლერი ტელეკომპანიაში სტუმრობისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

 „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს სტაბილურობა ამერიკის ინტერესის საგანია. სტაბილურობის შემადგენელი მედია თავისუფლებაა. რუსთავი 2 არის უმნიშვნელოვანესი მედია ფორუმი რომელსაც უამრავი ქართველი სცემს პატივს. ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია და დავეხმაროთ მას შენარჩუნებაში, რასაც ეს ტელევიზია იმსახურებს. აშშ-ს საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს პროცესებს,”- აცხადებს ვექსლერი.