გუბაზ სანიკიძე გაცილებით ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე თვითონ ჰგონია

გუბაზ სანიკიძე გაცილებით ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე თვითონ ჰგონია

გუბაზ სანიკიძე გაცილებით უფრო ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და მის შესაძლებლობებს, ვიდრე თვითონ ჰგონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც გუბაზ სანიკიძის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გუბაზ სანიკიძე ცდება.

„მართალი გითხრათ, გამიკვირდა გუბაზ სანიკიძის განცხადება. მგონია, რომ სანიკიძეს უნდა შეეფასებინა თვითონ განცხადება და გარკვეული პასაჟები ამ მოხსენების. ვფიქრობ, გაცილებით უფრო ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და მის შესაძლებლობებს, ვიდრე თვითონ ჰგონია და გამოხატა. ვფიქრობ, გუბაზ სანიკიძე ცდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ღია წერილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაწერილი არ არის და მისი ავტორი, ივანიშვილის გარემოცვა ”არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანებითაა დაკომპლექტებული”.

როგორც გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში განაცხადა, ის თითქმის დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას მასზე ძალიან სერიოზული გავლენა აქვს, რადგან ეს დოკუმენტურად, წერილობითაც დადასტურდა.

”ძალიან ბევრი საკითხია იქ. როგორ ჩანს, იქ ბევრი ადამიანი, რაღაც კოლექტივი მუშაობდა, რადგან სტილიც განსხვავებულია ერთმანეთისგან. როგორც ჩანს, სხვადასხვა საკითხები სხვადასხვა ადამიანებმა დაწერეს. რაც მთავარია, სამწუხაროდ, ჩემთვის ასევე დასტურდება ის, რომ ჩვენ არაფორმალურ მმართველობასთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ დოკუმენტი დაწერილია პირველ მრავლობით პირში, რაც უკვე პირდაპირ, დოკუმენტურად მიანიშნებს, რომ ჩვენ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა გვაქვს იმიტომ, რომ ერთი მოქალაქე, თუნდაც ისეთი გავლენიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ის მთელი ხელისუფლების სახელით ლაპარაკობს”, - განაცხადა სანიკიძემ.