ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს

ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი გამოძიება და არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.

როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია, რომელიც გუშინ ამასთან დაკავშირებით გავრცელდა, არის ცალსახა ტყუილი.

„არასდროს საქართველოს პროკურატურაში არანაირი ინფორმაცია, არანაირი განცხადება, არანაირი საჩივარი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არ შემოსულა. შესაბამისად, არანაირი გამოძიება და მითუმეტეს, არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. ეს არის ცალსახა ტყუილი. ყოველთვის არის შესაძლებელი წინასწარ, ვიდრე ინფორმაცია გავრცელდება, ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა არავის გადაუმოწმებია. აშკარაა, რომ გუშინდელი ინფორმაციის გავრცელების მიზანი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ვითომ ჩვენ დევნას ვახორციელებთ მოსამართლე გუჯაბიძის მიმართ, აშკარად მიზანმიმართულია პროკურატურის დისკრედიტაციისკენ და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც ”რუსთავი 2”-ის საქმის ერთ-ერთი განმხილველია, თაღლიღობაშია შემჩნეული. როგორც გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან გაფლანგა სახელმწიფო ქონება.