კონგრესმენი რობერტ ვექსლერი მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერებს შეხვდება

კონგრესმენი რობერტ ვექსლერი მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერებს შეხვდება

კონგრესმენი რობერტ ვექსლერი მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერებს შეხვდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, განსახილველი თემები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მოახლოებული არჩევნები იქნება.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ ახალი პოლიტიკური პარტიის სამომავლო გეგმებზე და სტრატეგიაზე.

კონგრესმენი რობერტ ვექსლერი იყო ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. ამჟამად იგი დანიელ აბრაამის აღმოსავლეთის მშვიდობის ცენტრის ხელმძღვანელია.

პაატა ბურჭულაძისა და რობერტ ვექსლერის შეხვედრა პარტიის ოფისში 13:00 საათზე გაიმართება.