სოციალური ქსელის მომხმარებელი სალი მესხი აცხადებს, რომ გადაცემა "არჩევანში" ადვოკატ მამუკა მდინარაძის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
"არჩევანის" ეთერში მამუკა მდინარაძეზე გაჟღერებული ახალი ტყუილი: კილაძემ თქვა და გვარამიამაც დაუდასტურა - "იმ 9 წლის განმავლობაში" მდინარაძე პოლიციაში მუშაობდაო.
ამხელა ამბიციების და ტელევიზიის მქონე ხალხმა კი უნდა იცოდეთ, რომ მამუკა მდინარაძე 2004 წლის მარტში დააკავეს იმიტომ, რომ უკანონო ბრძანება არ შეასრულა და ამას დანაშაულებრივი გულგრილობა დაარქვეს. წელიწადნახევარი ებრძოლა მაშინდელ ხელისუფლებას და პროკურატურის არნახული ზეწოლის მიუხედავად, ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა (მასთან ერთად მამაჩემი ზაზა მესხი და გიგა ძიძიგური). მამუკა ერთი დღე აღარ დაბრუნებულა საგამოძიებოში. იმის შემდეგ ადვოკატია. მისი ბიოგრაფია მგონი ასმა სააგენტომ დადო, ჩახედეთ მაინც, თუ არ გაწყობთ?! მე მგონი დაიღალნენ ჩიტები",- წერს სოციალურ ქსელში სალი მესხი.